|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის სასამართლომ "საქნახშირის" თანამშრომლებს პატიმრობა შეუფარდა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ კომპანია "საქნახშირის" დაკავებულ თანამშრომლებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 
დაკავებულებს გამოძიება შახტში უსაფრთხოების ნორმების დარღვევას ედავება,  რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელია სააპელაციო სასამართლოში.

შეგახსენებთ, საქმე მინდელის სახელობის შახტში 5 აპრილს მომხდარ ფაქტს უკავშირდება, დაკავებულია 6 პირი, რომლებსაც  ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვთ წარდგენილი, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 

5 აპრილს, დაახლოებით, 03:30 საათზე, ქვანახშირის მოპოვებითი სამუშაოების წარმოების დროს მოხდა აფეთქება, რის შედეგადაც ჭერი ჩამოინგრა და მიღებული მრავლობითი დაზიანებების გამო გარდაიცვალა შახტის 6 თანამშრომელი, ხოლო ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღო ორმა მეშახტემ.

 

ფოტო: ნიუპრესის არქივი

ავტორი: ნიუპრესი