|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის „სპორტის პოლიტიკის დოკუმენტის“ პრეზენტაცია „ტორპედოს“ სტადიონზე გაიმართება

ქუთაისის მერიამ, საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტთან ერთად,  „2024-2030 წლებისთვის სპორტის პოლიტიკის დოკუმენტსა და 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმაზე” მუშაობა დაასრულა

კომიტეტის ინიციატივით, დოკუმენტის განსახილველად, საქართველოს პარლამენტში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

პროექტი განხორციელდა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ხელშეწყობით.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ : ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი მეძმარიაშვილი, ქუთაისის მერის მოადგილეები, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ბასილაძე, კომიტეტის წევრები და სპორტული ფედერაციების წარმომადგენლები.

 ქუთაისის მერის თქმით,  რამდენიმე დღეში სპორტის დოკუმენტის პრეზენტაცია გაიმართება ქუთაისის „ტორპედოს“ სტადიონზე.

„სპორტის მესვეურებთან ერთად, საშუალება გვექნება კიდევ ერთხელ განვიხილოთ ეს კონცეფცია და ვიმსჯელოთ იმაზე, თუ როგორ უნდა მივაღწიოთ უფრო მეტ მნიშვნელოვან სპორტულ წარმატებებს“, - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

 

ავტორი: