ქუთაისის სპორტის სასახლეში ჩაშლილი მატჩის შემდეგ დაპირისპირებამ ქუჩაში გადაინაცვლა
ქუთაისის სპორტის სასახლეში თბილისის "დინამოს" და "ქუთაისი 2010" -ის ჩაშლილი მატჩის შემდეგ დაპირისპირებამ ქუჩაში გადაინაცვლა.
დღეს გუნდების გულშემატკივრები რუსთაველის გამზირზე შეიკრიბნენ. იქამდე ქალაქში მსვლელობა მოაწყვეს. სიტუაციის განსამუხტად ადგილზე იმყოფებოდა საპატრულო პოლიცია.
არსებული ინფორმაციით, პირველი მატჩის შემდეგ გულშემატკივრებმა კალათბურთელებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რის გამოც მატჩი ჩაიშალა. თუ როდის განახლდება შეხვედრა, ჯერ-ჯერობით უცნობია.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა




















