|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის "ტორპედომ" კახა ჩხეტიანთან თანამშრომლობა შეწყვიტა

ქუთაისის "ტორპედო" კლუბის მწვრთნელ კახა ჩხეტიანთანაც თანამშრომობას აჩერებს, - ამის შესახებ განცხადებას თავად კლუბი ავრცელებს. მიზეზად გუნდის  მიერ ბოლო პერიოდში ნაჩვენებ შედეგს მიუთითებს.

"ქუთაისის "ტორპედოს" განცხადებას ქუთაისის "ტორპედოს" მიერ ბოლო პერიოდში ნაჩვენები შედეგებისა და დღეის მდგომარეობით არსებული სატურნირო ვითარების გათვალისწინებით, კლუბის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, შეეწყვიტა თანამშრომლობა კახაბერ ჩხეტიანთან.

საფეხბურთო კლუბი ქუთაისის "ტორპედო" გაწეული სამუშაოსთვის მადლობას უხდის კახაბერ ჩხეტიანს და წარმატებას უსურვებს შემდგომ საქმიანობაში", - წერია კლუბის განცხადებაში.

 კლუბში უარყოფენ გადაწყვეტილების პოლიტიკასთან კავშირს, თუმცა აღსანიშნავია,  რომ არჩევნებამდე კახა ჩხეტიანმა მხარდაჭერა ყოფილი პრემიერის,  გიორგი გახარიას გუნდს გამოუცხადა. ის პარტია "საქართველოს" ქუთაისის საკრებულოს სიის მეოთხე ნომერია. 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 57.14%
არა - 42.86%
არ ვიცი - 0%
სულ - 7 ხმა