ქუთაისის "ტორპედომ" "სამტრედია" დაამარცხა
საქართველოს 27-ე ეროვნული ჩემპიონატი ფეხბურთში გრძელდება. ქუთაისის "ტორპედომ", ამჯერად "სამტრედიას" უმასპინძლა და ანგარიშით 2:1 დაამარცხა. შეხვედრა ქუთაისში 10 აპრილს "რამაზ შენგელიას" სახელობის სტადიონზე შედგა.
ძლიერი ქარის გამო თამაში გართულდა, თუმცა საბოლოო ჯამში "ტორპედომ" მეტოქე დაამარცა.
პირველ ტაიმში უპირატესობა "სამტრედიას" ქონდა, ანგარიშით 0:1 . "ტორპედოელები" ტაიმის ბოლოსკენ გააქტიურდნენ და 42-ე წუთზე ანგარიში გათანაბრდა. შესვენების შემდეგ, სათამაშო უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ. "ტორპედომ" 82-ე წუთზე მეორე გოლი გაიტანა. ტრავმით გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დღეს „ტორპედოს“ ცენტრალური მცველი გურამ ადამაძე დაუბრუნდა.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ "სამტრედიელები" საქართველოს 27-ე ეროვნული ჩემპიონატში მე-2 ადგილს ინარჩუნებენ, "ტორპედომ" კი ანგარიშით 2:1 დაამარცხა.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი