ქუთაისის "ტორპედოს" ფეხბურთელები ვარჯიშზე უარს აცხადებენ
ქუთაისის "ტორპედოს" ფეხბურთელები, რომლებსაც მესამე თვეა ხელფასი არ მიუღიათ, დღეს იმერეთის რწმუნებულს ზვიად შალამბერიძეს შეხვდებიან, ინფორმაციას ტორპედოს გულშემატკივრები ავრცელებენ.
მათივე ინფორმაციით, იტალიელმა ინვესტორმა იმედები ვერ გაამართლა და კლუბით ქართველი ინვესტორია დაინტერესებული.
"მესამე თვე დაიწყო რაც ფეხბურთელებს და გუნდში მომუშავე პერსონალს ხელფასები არ აუღიათ.
შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე ფეხბურთელებმა ვარჯიშზე უარი განაცხადეს.
დღეს 3 საათზე იგეგმება შეხვედრა ქალაქის გუბერნატორთან და შეხვედრის დასრულების შემდეგ დეტალებს აუცილებლად გაგაგებინებთ.
ფაქტი კი ისაა რო იტალიელი ინვეატორები სასწრაფოდ უნდა მოშორდნენ გუნდს, ამ ადამიანებს არ უყვართ ფეხბურთი და მათ ხელში "ტორპედო" უბრალოდ განწირულია.
მათ გარდა არიან დაინტერესებული პირები ვინც იტალიელების წასვლის შემთხვევაში გუნდში მოვლენ.
ამ ეტაპზე მარტო იმის თქმა შეგვიძლია რო საუბარია ქართველ ინვესტორებზე, რომლებსაც ძალიან სურთ "ტორპედოში" მოსვლა და საკმაოდ ამბიციური გეგმებიც აქვთ"- ნათქვამია გულშემატკივართა ფეისბუკ გვერდზე "ჩვენ ვართ ტორპედო".
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში პრეზიდენტის რწმუნებულთან ფეხბურთელების შესაძლო შეხვედრის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. შეხვედრის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ "ტორპედოშიც". რაც შეეხება ხელფასების დაგვიანების საკითხს, აღნიშნული პრობლენა კლუბის წინაშე დანდვილად არსებობს.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა