ქუთაისის „ტორპედოს“ სპონსორობას „ნიუ ვიჟენი“ გაუწევს - კლუბი განცხადებას ავრცელებს
დღეს საფეხბურთო კლუბ „ტორპედოსა“ და კომპანია „ნიუ ვიჟენს“ შორის ხელშეკრულება გაფორმდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის ტორპედო ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე ავრცელებს.
კლუბის ხელმძღვანელობის ოპტიმისტური განცხადებით, ტორპედოს ფინანსური პრობლემები ამოწურულია.
"ხელშეკრულების თანახმად კომპანია „ნიუ ვიჟენი“ სპონსორობას გაუწევს „ტორპედოს“. ამ გადაწყვეტილებით კლუბში არსებული ფინასური პრობლემები მოგვარებულია.
ქუთაისის „ტორპედოს“ სახელით დიდი მადლობას ვუხდით სპონსორობისთვის კომპანია „ნიუ ვიჟენს“, - ნათქვამია კლუბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კომპანია, რომელსაც დავით კერესელიძე ხელმძღვანელობს, ქართულ ბაზარზე სადაზღვევო კომპანიითა და სხვადასხვა ბიზნეს საქმიანობითაა წარმოდგენილი.
ცნობისთვის, ქუთაისიოს "ტორპედოს" შეძენით ასევე კომპანია "ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი" იყო დაინტერესებული. მისი ხელმძღვანელი აიეტ კუკავა ქუთაისში კლუბის ფანებსაც შეხვდა და საკუთარ გეგმებზე ისაუბრა. რა დაპირებები აქვს დავით კერესელიძეს და რის საფუძველზე მოხდა ტორპედოს სპონსორის შერჩევა, ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულია.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა