ქუთაისის თვითმმართველობისთვის სატელეფონო მომსახურება ბიუჯეტს 18 130 ლარი დაუჯდება
ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიისათვის საზოგადოებრივი სატელეფონო მომსახურება ბიუჯეტს 18 130 ლარი დაუჯდება. მომსახურების შესაძენად მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა.
მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიისათვის საზოგადოებრივი სატელეფონო მომსახურება 2017 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
ამავდროულად, ვალდებულია უზრუნველყოს, ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიისათვის 130 სატელეფონო ნომრის 24 საათიანი მომსახურება.
წინადადებების მიღება 14 დეკემბერს სრულდება.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა




12:35
















