"ქუთაისის ვიცე-მერს 4-ივე ბინა მშობლებმა აჩუქეს"-ქუთაისის მერია
                                                                                                                                                         
                
ქუთაისის ვიცე მერ გიორგი იობაშვილს და მის მეუღლეს 4-ივე ბინა მშობლებმა აჩუქეს - განაცხადეს ქუთაისის მერიაში ნიუპრესის მიერ გავრცელებულ ინფორმაციის პასუხად.
"მერის ქუთაისის ვიცე მერ გიორგი იობაშვილს და მის მეუღლეს 4-ივე ბინა მშობლებმა აჩუქეს. ბინები გასულ წლებში მშობლების სახელზე იყო რეგისტრირებული, მოგვიანებით კი ვიცე მერისა და მისი მეუღლის სახელზე გაფორმდა, მათ შორის თბილისში არსებული 2 ბინაც, რომელიც მათ სახელზეა რეგისტრირებული. აღნიშნული ბინები იობაშვილის ოჯახს მისი თანამდებობაზე ყოფნის დროს არ შეუსყიდია. ინფორმაცია საჯაროა და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია მისი დეტალურად ნახვა",-განაცხადეს მერიაში.
შეგახსენებთ, როგორც ქუთაისის ვიცე მერის გიორგის იობაშვილის მიერ 2018 წლის 16 ოქტომბერს შევსებული ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, ოჯახი 5 ბინის მფლობელია, აქედან 4 ბინა მათ აჩუქეს.
ავტორი: ნიუპრესი
 EUR 1 =
 EUR 1 =  GEL 3.649
 GEL 3.649 USD 1 =
 USD 1 = 




 10:58
10:58.jpg) 23:12
23:12 12:36
12:36 15:31
15:31 16:05
16:05
















