ქუთაისის ვიცე მერად ნინო თვალთვაძის კანდიდატურა განიხილება
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქუთაისის ერთ-ერთი ვიცე მერი "აღმოსავლეთ პარტნიორობის" კოორდინატორი ნინო თვალთვაძე იქნება.
ინფორმაციას ქალაქის მერიაში ადასტურებენ. მათი თქმით, თვალთვაძე ერთ-ერთ კანდიდატად განიხილება. ქუთაისის სამ ვიცე მერს ქალაქის მერი გიორგი ჭიღვარია 1 დეკემბერს დაასახელებს.
ვიცე მერის პოსტზე დანიშვნის შემთხვევაში, ნინო თვალთვაძე ქალაქის პირველი ქალი ვიცე მერი იქნება. ის წარსულში "ახალგაზრდა იურისტების" ქუთაისის ორგანიზაციაში საქმიანობდა.
ავტორი: ხატია ბანძელაძე
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 0%
არა - 100%
არ ვიცი - 0%
სულ - 1 ხმა