ქუთაისის ვიცე-მერობის კანდიდატი იმედა კლდიაშვილი დააკავეს
"გირჩი-მეტი თავისუფლების" წევრი, ქუთაისის ვიცე-მერობის კანდიდატი გაერთიანებული ოპოზიციიდან, იმედა კლდიაშვილი, ქუთაისში, სუს-ის შენობასთან დააკავეს.
პარტიის ინფორმაციით, ის სუსის მხრიდან იმ ადამიანზე ზეწოლას აპროტესტებდა, ვისაც ქუთაისში, არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით ჰქონდა ინფორმაცია. 90-ე საარჩევნო კომისიის წევრი, იზა ჩირგაძე, რომელმაც გუშინ არჩევნების გაყალბების სქემა გაამჟღავნა, სავარაუდოდ, ზეწოლის შემდეგ აღარ შეხვდა ვროკავშირის წარმომადგენლებს.
"ერთი კაცი ვაკეთებ აქციას, ვპარკინგდები სუსის შენობის წინ, დაუმორჩილებლობის აქციის პირობებში ვაპროტესტებ, რატომ გააჩერეს ის ქალბატონი და არ შეახვედრეს ევროკავშირის წარმომადგენლებს. მოაყოლონ იმ ქალბატონს ყველაფერი, რაც ჩაიდინა სუსმა"- განაცხადა დაკავების წინ იმედა კლდიაშვილმა.
ის იმერეთის სამხარეო შენობაში არის მოთავსებული.
ავტორი: ნიუპრესი