ქუთაისის ყველაზე დიდ საარჩევნო უბნებს ელექტროენერგია გაეთიშა
ქუთაისის რამდენიმე საარჩევნო უბანს ელექტროენერგი გაეთიშა. ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის მერობის კანდიდატის ხატია დეკანოიძის განცხადებით, თუ 20 წუთში ელექტრომომარაგება არ აღდგება, გამანაწილებელ სადგურში პირადად მივა. მისი თქმით, ოცნება აგონიაშია, მათ შორის ქუთაისში, „ქართული ოცნების“ წაგების გამო. "თუ უბნებში ელექტროენერგია არ აღდგება, დაახლოებით 20 წუთში ჩავალ გამანაწილებელ სადგურში და დაველაპარაკები პირებს, ვინც პასუხისმგებლები არიან უბნებზე „ქართული ოცნების“ დავალებით შუქის ჩაქრობაზე. არ გიშველით არაფერი. მოდით, მეგობრებო, გაიფორმეთ გამარჯვება!“,- განაცხადა დეკანოიძემ. ქუთაისის მერობის კანდიდატს ,ენერგო-პრო ჯორჯიამ უპასუხა. კომპანიის “ ცნობით, ქუთაისის საარჩევნო უბნებს ამ დროისთვის ელექტროენერგია სტაბილურად მიეწოდება. ავტოქარხნის დასახლების მიმდებარედ, 2-3 საარჩევნო უბანს დაახლოებით 8 წუთი ჰქონდა ენერგომომარაგება შეწყვეტილი და საუბარი ელექტროენეტგიის განგებ გათიშვაზე არასწორია. ფოტო: არქივი
ავტორი: ნიუპრესი