|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისისათვის არგონავტიკის თემატიკა ძალიან მნიშვნელოვანია - გიორგი ჭიღვარია

ქუთაისისათვის არგონავტიკის თემატიკა ძალიან მნიშვნელოვანია - განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ ქუთაისის ტურისტული ბრენდირების საკითხზე საუბრისას.

ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის წლის ანგარიშის წარდგენისას ტატო ლილუაშვილმა ქალაქის ბრენდირების საკითხზე ისაუბრა. მისი თქმით, ქალაქის ბრენდირების საკითხი ჯერ არ გადაწყვეტილა და გარდა უკვე არსებული სლოგანისა- "ქუთაისი- ღიმილის ქალაქი" განიხილება სხვა ვერსიაც, რაც არგონავტიკის თემატიკასთან არის დაკავშირებული. საკითხს გიორგი ჭიღვარია გამოეხმაურა და განაცხადა, რომ არგონავტიკის თემატიკა განსაკუთრებულია. 

"მნიშვნელოვანია, რომ ბრენდირება ამ მხრივ მოხდეს და არგონავტიკის თემა წინ იყოს წამოწეული, რადგან ამას ბევრი ქალაქი გვეცილება. ეს არის მსოფლიო ბრენდი და ქუთაისისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.  "-განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.  "ნიუპრესის" კითხვის პასუხად კი განმარტა, რომ არგონავტიკის თემის მეტად წარმოსაჩენად მუშაობენ.

შეგახსენებთ, ქუთაისში არგონავტიკის თემატიკა სულ უფრო პოპულარული ხდება. ამ თემაზე მოიხატა ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი.  "მედეას" სახელი ქუთაისის ბოტანიკურ ბაღს დაერქვა, თუმცა გასულ წელს ბაღს ააიპის სტატუსი გაუუქმდა და შესაბამისად, მან სახელწოდებაც დაკარგა.

 

აიეტი, ოქროს საწმისი და ვიზიტორები ქუთაისის ტურისტულ ცენტრში [PHOTO]

"ბოტანიკური ბაღი არგონავტიკის თემატიკით უნდა დაიტვირთოს"

„გუგლში“ „არგონავტებს“ რომ ჩავწერთ, ქუთაისი უნდა ვარდებოდეს"

ავტორი: ირინა მაკარიძე