|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება - თემურ ცამციშვილი

ქუთაისისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება, რადგან მიხეილ სააკაშვილის და წინა ხელისუფლების ინიციატივით ქუთაისი უნდა ყოფილიყო პოლიტიკური ცენტრი, -  განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" იმერეთის რეგიონული საბჭოს თავმჯდომარემ თემურ ცამციშვილმა ქუთაისში ყოფილი პარლამენტის შენობასთან გამართულ აქციაზე.

„მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ასი ათასზე მეტი ხელმოწერა შეგროვდა და ყველას ძალიან კარგად გვესმის, განსაკუთრებით ქუთაისელებს, თუ როგორი მნიშვნელოვანია მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება ჩვენი ქვეყნისთვის, ქუთაისისთვის. თქვენ ჩემს უკან ხედავთ პარლამენტის შენობას, ხედავთ დანგრეულ მთავრობის სახლს და მიხეილ  სააკაშვილის და წინა ხელისუფლების ინიციატივა, რომ ქუთაისი ყოფილიყო პოლიტიკური ცენტრი, „ქართულმა ოცნებამ“ აქცია ფიქციად და მაგალითად, ჩემს მარცხნივ 2016 წელს უნდა აშენებულიყო ოცნების ქალაქი და როგორც ხედავთ არაფერი არ აშენებულა.“ - განაცხადა თემურ ცამციშვილმა.

 ცნობისთვის, წალენჯიხიდან წამოსული კოლონა ქუთაისში შეჩერდა და აქცია გამართა. 

ავტორი: ნიუპრესი