|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისმა ფარიკაობის საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა

ფარიკაობაში საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწის, ქალაქ ქუთაისის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის, ლევან კირკიტაძის ხსოვნისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ტურნირს იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, ქალაქის მერი შოთა მურღულია  და ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი დაესწრნენ. ტურნირი  ქუთაისის  თვითმმართველობის ინიციატივით დაარსდა და წელს უკვე მეორედ ტარდება.
შეჯიბრება 5 თებერვალს ხმლით ფარიკაობით დაიწყო, 6 თებერვალს შეჯიბრება რაპირაში გაიმართა, 7 თებერვალს კი, დასკვნით დღეს, დაშნით ფარიკაობამ დაასრულა.
ტურნირში საქართველოს ქალაქებისა და რაიონების წარმომადგენლებთან ერთად, სომხეთის ჭაბუკ და გოგონა მოფარიკავეთა ნაკრებიც იღებდა მონაწილეობას.
ტურნირის დასრულების შემდეგ ქუთაისის თვითმმართველობის პირველმა პირებმა ლევან კირკიტაძის მეუღლესთან და სხვა სტუმრებთან ერთად გამარჯვებულები და პრიზიორები დააჯილდოვეს.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა