ევროპის ჩემპიონატმა ქუთაისს გვერდი აუარა - "ევროპა ჩვენი სახლია" ქალაქის ინტერესების დაცვას ითხოვს
არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლია" ქუთაისის მერიას და იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციას ქუთაისის ინტერესების ღალატსა და უმოქმედებაში ადანაშაულებს. მიზეზი 2023 წლის 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატია, რომელიც საქართველოსა და რუმინეთში გაიმართება, თუმცა ქუთაისის გვერდის ავლით.
ორგანიზაციის წარმომადგენლები მათ მიერ გამოქვეყნებული განცხადებაში ფეხბურთის ფერდერაციას და ადგილობრივ ხელისუფლებას გადაწყვეწტილების ქალაქის სასარგებლოდ შეცვლისაკენ მოუწოდებენ.
"საფეხბურთო ტრადიციებით და საფეხბურთო სანახაობის მიმართ მაყურებელთა მაღალი ინტერესით გამორჩეული ქუთაისი ტურნირის მიღმა რჩება.
ჩემპიონატის დებულების თანახმად, ორივე მასპინძელი ქვეყანა - საქართველო და რუმინეთი ფინალურ ეტაპზე საკვალიფიკაციო ეტაპის გავლის გარეშე ითამაშებს.
ევრო 2023-ის ახალგაზრდულ ნაკრებთა ფინალური მატჩი ბათუმის სტადიონზე შედგება, ხოლო გახსნით მატჩს რუმინეთი უმასპინძლებს.
ჯგუფური შეხვედრები 4 სტადიონზე გაიმართება: მათ შორის ბათუმში, ფოთსა და თბილისში (ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენა და მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი).
ავტორი: ნიუპრესი