|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბავშვთა დღე ქუთაისში მხიარული ღონისძიებებით აღინიშნება

ქუთაისში ხვალ ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ქალაქის ცენტრალურ ბულვარში კონცერტი გაიმართება. მასში მონაწილეობას ბავშთა შემოქმედებითი ჯგუფები მიიღებენ.

კონცერტს ცნობილი ჟურნალისტი და წამყვანი დათო ლიკლიკაძე წაიყვანს. კონცერტი  17.00 საათზე დაიწყება.

დღის განმავლობაში პატარებისათვის დაგეგმილია სხვა ღონისძიებებიც. გაბაშვილის პარკში ტრადიციულად საბავშვო ატრაქციონები უფასოდ მოემსახურებიან მსურველებს.

თოჯინების თეატრის ეზოში გაიმართება სპექტაკლი „ქაღალდის ჩიტი’,  ცენტრალურ ბულვარში ნორჩ მხატვართა პლენერი მოეწყობა,  აქვე 14.00 საათზე  „ნიღბების თეატრი“ მხიარულ წარმოდგენას გამართავს.

 

ავტორი: ნიუპრესი