|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დაპირისპირება ქუთაისში - 15-ე უბანზე ჟურნალისტს შეურაცხყოფა მიაყენეს

სააგენტო "ონ.ჯი"-ს ჟურნალისტის ინფორმაციით, ქუთაისში 15-ე უბანზე მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ტელეფონის წართმევა სცადეს.

დაპირისპირება ჟურნალისტსა და "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს შორის მოხდა. იზაბელა მოდებაძის თქმით, უბნის მიმდებარედ ავტომობილში მყოფ პირებს ქონდათ სიები და ისინი არჩევნებზე არ მისული პირების მიყვანას ითხოვდნენ.

ჟურნალისტის კითხვამ, "რა სიებით სარგებლობდნენ" წარმომადგენლებოს უკმაყოფილება გამოიწვია. მისთვის ტელეფონის წართმევა სცადეს.

ბრალდებას არ ადასტურებს "ქართული ოცნების" წარმომადგენელი. მისი თქმით, მას ჟურნალისტი საკუთარ ავტომობილში შეუვარდა და პროვოკაციის მოწყობა სცადა. უბანზე ჟურნალისტების გამოჩენას კომისიის მდივნის უკმაყოფილება მოყვა.

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 57.14%
არა - 42.86%
არ ვიცი - 0%
სულ - 7 ხმა