|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში 2 და 3 მაისს ცენტრალური უბნის რამდენიმე ქუჩა გადაიკეტება

ქუთაისში „გვირილობის“ დღის მასშტაბურად აღნიშვნის გამო 2 და 3 მაისს ცენტრალური უბნის რამდენიმე ქუჩა გადაიკეტება, -
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.
2 მაისს გადაიკეტება ცისფერყანწელთა ქუჩა,  ფალიაშვილის ქუჩის ნაწილი „ბავშვთა სამყაროს“ მონაკვეთამდე. თამარ მეფის ქუჩა, გოგებაშვილის ქუჩის ასახვევიდან ცენრალურ მოედნამდე. ჩაიკეტება ასევე თბილისის ქუჩის ასახვევი აღმაშენებლის მოედნიდან.

ავტომანქანებმა უნდა იმოძრაონ თეატრის უკანა ქუჩიდან „ბავშვთა სამყაროს“ მიმართულებით.

ასევე გადაიკეტება რუსთაველის ქუჩა ტურიზმის საინფორმაციო ცენტრიდან ეთნოგრაფიულ-ისტორიულ მუზეუმამდე.

აღნიშნულ მონაკვეთებზე იმოძრავებს მხოლოდ მიკროავტობუსები.


3 მაისს აღმაშენებლის მოედანზე დაიკეტება ყველა შესასვლელი.

საღამოს 6 საათის შემდეგ  მოძრაობა შეწყდება რუსთაველის გამზირზე, ასევე მთელი დღე გადაიკეტება პირველი სკოლის მიმდებარე ტერიტორია ცისფერყანწელთა ქუჩის ჩათვლით.

ავტორი: ნიუპრესი