ქუთაისში 2019 წელს 18 211,7 კვ. მეტრის ტროტუარის მოწესრიგება იგეგმება
ქუთაისში 2019 წელს, რამდენიმე ქუჩაზე 18 211,7 კვ. მეტრის ტროტუარი მოწესრიგდება. მერიის ინფორმაციით, დეკორატიული ფილით კეთილმოეწყობა რუსთაველის გამზირის და გ.ტაბიძის ქუჩების ტროტუარები. ფეხით სავალ ნაწილზე ასფალტის საფარი დაიგება კიკნაძის ქუჩასა და ნიკეას პირველ შესახვევში. ლორთქიფანიძის ქუჩაზე დაგეგმილია ტროტუარის გრანიტის ფილით მოპირკეთება. მათივე ინფორმაციით, მიმდინარეობს ლერმონტოვისა და სულხან საბას ქუჩის მეორე ზოლის ტროტუარების პროექტირება.
"გასული 2018 წლის ინფრასტრუქტურული პროექტების მიხედვით, კონკრეტულად საფეხმავლო ნაწილის მოწესრიგებასთან დაკავშირებით, გრანიტის ქვით სრულად მოეწყო თბილისის ქუჩა, ასფალტით მოწესრიგდა თაბუკაშვილის ქუჩის ბოლო ნაწილი, ჩხობაძის და მელიქიშვილის ქუჩები. სამუშაოები დასკვნით ფაზაშია ასათიანი, ბარათაშვილის, დუმბაძის და იაშვილის ქუჩებზე.
დეკორატიული ფილით კეთილმოეწყობა რუსთაველის გამზირის და გ.ტაბიძის ქუჩების ტროტუარები. ფეხით სავალ ნაწილზე ასფალტის საფარი დაიგება კიკნაძის ქუჩასა და ნიკეას პირველ შესახვევში. ლორთქიფანიძის ქუჩაზე დაგეგმილია ტროტუარის გრანიტის ფილით მოპირკეთება.
მიმდინარეობს ლერმონტოვისა და სულხან საბას ქუჩის მეორე ზოლის ტროტუარების პროექტირება", -წერია მერიის განცხადებაში.
შეგახსენებთ, ქუთაისში რამდენიმე დღის წინ თაბუკაშვილის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა ქვეითის დაღუპვით დასრულდა. ადგილობრივები შემთხვევას ტროტუარის მოუწესრიგებლობას უკავშირებდნენ.
ავტორი: ნიუპრესი


14:35
13:33
22:22
14:39
















