|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში 2021 წლის წარმატებული სპორტსმენები და მწვრთნელები დააჯილდოვეს

ქუთაისის მერიამ 2021 წლის წარმატებული სპორტსმენები და მწვრთნელები დააჯილდოვა. 

წლის საუკეთესოთა წოდება მიენიჭათ: წლის საუკეთესო სპორტული სკოლა - ააიპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების, ომარ ფხაკაძის სახ. N12 კომპლექსური სპორტული სკოლა; წლის საუკეთესო სპორტული კლუბი - სარაგბო კლუბი „აია“; წლის ახალგაზრდა სპორტსმენი - საბა ინანეიშვილი (ძიუდო);

წლის საუკეთესო სპორტსმენი - თამაზი გოჩელაშვილი (შოტოკან კარატე დო);

წლის საუკეთესო სპორტსმენი - ბექა ლომთაძე (თავისუფალი ჭიდაობა);

წლის საუკეთესო სპორტსმენი ქალი - ნანა ძაგნიძე (ჭადრაკი);

წლის მწვრთნელი - მალხაზ ლომთაძე (ძალოსნობა);

2021 წლის სპორტსმენი კი გახდა შოთა მიშველიძე (ძალოსნობა ).

ღონისძიება ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილების და ააიპ „სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების“ მიერ იქნა ორგანიზებული.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ბასილაძე, ადგილობრივი ხელისუფლებისა და სპორტული საზოგადოების წარმომადგენლები.

ავტორი: ნიუპრესი