ქუთაისში 2022 წლის საუკეთესო სპორტსმენები გამოავლინეს
ქუთაისში 2022 წლის საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოება გაიმართა. ღონისძიებაზე ის სპორტსმენები, მწვრთნელები, გუნდები და კლუბები დაჯილდოვდნენ, რომლებმაც მიმდინარე წელს მნიშვნელოვან სპორტულ წარმატებებს მიაღწიეს. წარმატებულ სპორტსმენებს ჯილდოები ქუთაისის თვითმმართველობის წარმომადგენლებმა გადასცეს. „ წლის საუკეთესო სპორტსმენებს ჩვენ ყოველწლიურად ვაჯილდოებთ და წელსაც გავაგრძელეთ ტრადიცია. ამ ღონისძიების მთავარი მიზანია წარმატებული სპორტსმენების წახალისება და სპორტის მხარდაჭერა. საბედნიეროდ, 2022 წლის განმავლობაში, ბევრმა ქუთაისელმა სპორტსმენმა გვასახელა, ქვეყნის თუ საერთაშორისო არენებზე, როგორც ინდივიდუალურ , ასევე გუნდურ ასპარეზობებში. ვულოცავ თითოეულ მათგანს, მათ მწვრთნელებს ამ წარმატებებს. კიდევ უფრო მეტი გამარჯვებები გვქონოდეს 2023 წელს!“- განაცხადა ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა.
წლის საუკეთესო სპორტსმენები გახდნენ: წლის სპორტსმენი - სანდრო ბაზაძე (ფარიკაობა, მწვრთ. მერაბ ბაზაძე); წლის საუკეთესო სპორტსმენი ოლიმპიურ სახეობაში - გიორგი ტაბატაძე ( ძალოსნობა. მწვრთ. იური ჯოჯუა); წლის საუკეთესო სპორტსმენი არაოლიმპიურ სახეობაში - კონსტანტინე ჯანაშია (უძლიერესი მამაკაცი, მწვრთ. ავთანდილ ახვლედიანი); წლის საუკეთესო პარაოლიმპიელი - რევი თუთისანი ( მკლავჭიდი. მწვრთ. ირაკლი გამთენაძე); წლის საუკეთესო ქალი სპორტსმენი - ნანა ძაგნიძე ( ჭადრაკი); წლის ახალგაზრდა სპორტსმენი- ზაზა ლომთაძე (ძალოსნობა, მწვრთ. მალხაზი ლომთაძე); წლის საუკეთესო გუნდი - რაგბის კლუბი „აია“; წლის საუკეთესო ქალთა გუნდი- ქუთაისის ბალახის ჰოკეის გუნდი; წლის საუკეთესო კლუბი- ქუთაისის ხელბურთის გუნდი; წლის საუკეთესო სპორტსკოლა - მე-12 სპორტსკოლა. წლის წარმატებულ სპორტსმენთა ათეული კი ასე გამოიყურება: 1. შოთა მიშველიძე (ძალოსნობა); 2. გიორგი სულავა (თავისუფალი ჭიდაობა); 3. გიორგი თუთაშვილი (ძიუდო); 4. საბა ინანეიშვილი ( ძიუდო); 5. გიორგი მუმლაძე (ტყვიით სროლა); 6. ირაკლი გობეჯიშვილი (ძალოსნობა); 7. საბა კვინიკაძე (კრივი); 8. ბაგრატ გაგნიძე ( თავისუფალი ჭიდაობა); 9. დავით აბდალაძე ( თავისუფალი ჭიდაობა); 10. დავით კოღუაშვილი ( თავისუფალი ჭიდაობა).
ავტორი: ნიუპრესი