ქუთაისში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის 152 506 ამომრჩეველია რეგისტრირებული
საპარლამენტო არჩევნებამდე ხუთი დღე დარჩა. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ამომრჩეველთა ერთიანი ბაზის და უბნების მომზადება დასრულებულია.
ქუთაისში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის 152 506 ამომრჩეველია რეგისტრირებული. მუნიციპალიტეტის მასშტაბით 72 საარჩევნო უბანი იფუნქციონირებს, აქედან ერთი სპეცუბანია.
71 უბანში არჩევნები ელექტრონული წესით ჩატარდება, 72-ე უბანი კი ქუთაისის პენიტენციურ დაწესებულებაში გაიხსნება და იქ არჩევნები ტრადიციული მეთოდით იქნება.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა