|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თანმხლები დაავადება ქიონდა - რაც აცხადებენ ქუთაისში 23 წლის გოგოს გარდაცვალებასთან დაკავშირებით?

ქუთაისში 23 წლის გოგოს გარდაცვალებასთან დაკავშირებით კომენტარი კლინიკაში გაკეთდა. რეფერალური ჰოსპიტალის დირექტორის ირაკლი გოგინავას თქმით, პაციენტს კორონავირუსთან ერთად სხვა თანმდევი დაავადებები, მათ შორის დიაბეტი ქონდა.

მისივე თქმით, პაციენტი კლინიკაში სუნთქვის უკმარისობით კომატოზურ მდგომარეობაში მიიყვანეს. მას ჩაუტარდა პირველადი დახმარება, მაგრამ გადარჩენა ვერ მოხერხდა და შეყვანიდან მალე გარდაიცვალა.

გარდაცვლილის ოჯახი კორონავირუსის არსებობას არ ადასტურებს. როგორ ისინი აცხადებენ, გოგონა კომაში დიაბეტის გამო ჩავარდა და კორონასტატისტიკაში არასწორად შეჰყავთ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი