ქუთაისში 3 აგვისტოს "ოჩოს ქოხის" კონცერტი გაიმართება
ზაფხულის საღამოების ფარგლებში 3 აგვისტოს 20:00 სთ-ზე თეთრი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე ჯგუფის "ოჩოს ქოხი" კონცერტი გაიმართება. დასწრება ნებისმიერი მსურველისთვის თავისუფალია. აღსანიშნავია,რომ პროექტის ფარგლებში 16 აგვისტოს ქუთაისელი მსმენელის წინაშე რობი კუხიანიძე წარსდგება.
ქუთაისის მერიამ წელს, ადგილობრივი მუსიკოს-შემსრულებლების კონცერტებისთვის 11 750 ლარი გამოყო.
აღნიშნული ღონისძიება უკვე შვიდი წელია ტრადიციულად იმართება ქუთაისში.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.11%
გაუარესდა - 53.44%
არ შეცვლილა - 11.45%
სულ - 131 ხმა


15:17
15:16
14:26
17:59
















