|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში 30 წლის ქალის მკვლელობის საქმეზე კიდევ ორი პირი დააკავეს

ქუთაისში 30 წლის ქალის მკვლელობის საქმეზე დამატებით ორი პირია დაკავებული. გამოძიება მათ ინფორმაციის შეუტყობინებლობას ედავება. დაუზუსტებელი ინფორმაციით, დაკავებულები იმ ბინის მცხოვრებლები არიან, სადაც მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანი მეზობელია, ხოლო მეორე - ბრალდებულის მეუღლის მეგობარი. 

გარდაცვლილი გოგოს ოჯახის ადვოკატების ინფორმაციით, ოჯახი დაზარალებულის სტატუსს ოფიციალურად დღეს მიიღებს, რის შემდეგაც საქმეში ჩაერთვებიან. მათი ვარაუდოთ, არ არის გამორიცხული, დაკავებულთა რაოდენობა გაიზარდოს.

"გუშინ რომ ვესაუბრეთ პროკურორს, გვითხრა, დაკავებები გაგრძელდებოდა, არსებული ინფორმაციით, კიდევ ორი პირი, სავარაუდოდ, ადგილობრივები არიან დაკავებული. არ არის გამორიცხული, მათი რაოდენობა გაიზარდოს. დღეს, ალბათ, ოფიციალურად ჩავერთვებით და გადმოგვეცემა საქმის მასალები. მოტივი ჯერჯერობით უცნობია, რამდენიმე ვერსია განიხილება, მაგრამ მკვლელი და მოკლული მეგობრობდნენ და არ ვიცით, რა მოხდა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, შემთხვევის დროს კაცის ხმაც ესმოდათ და დაზუსტდება, იყო თუ არა ეს დაკავებულოს მეუღლე", - აცხადებს გარდაცვლილის ადვოკატი ციცინო ბაბუნაშვილი.

შემთხვევა ქუთაისში 18 ივლისს მოხდა. მომხდარზე მკვლელობის ბრალდებით 45 წლის ქალია დაკავებული. გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო. ადვოკატების მუხლის გადაკვალუფიცირებას მოითხოვენ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა