|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში 30 წლის ქალის მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალი დაუმძიმდა

ქუთაისში 30 წლის ქალის მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალი წარედგინა. ადვოკატ ესმა ნორაკიას თქმით, შეიცვალა მუხლი და მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი 109-ე მუხლის მესამე ნაწილის ბ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც განზრახ მკველობის ჩადებას დამამძიმებელ გარემოებებში განსაკუთრებული სისასტიკით გულისხმობს.

მისი თქმით, დაკავებული არ ეთანხმება ბრალს, არ აღიარებს და თავს დამნაშავედ არ ცნობს.

ადვოკატის თქმით, სასამართლო პროცესი ბრალის წარდგენიდან 24 საათში ჩაინიშნება. ჯერჯერობით უცნობია, პატიმრობის შემთხვევაში დააყენებენ თუ არა გირაოს შუამდგომლობას.

ესმა ნორაკია არც მოტივთან დაკავშირებით გავრცელებულ ვერსიას ეთანხმება და ამბობს, რომ მიზეზი ეჭვიანობა არ ყოფილა. რაც შეეხება მეუღლის შესაძლო მონაწილეობას ადვოკატი ამ ინფორმაციას არ ადასტურებს.

დღესვე დაზარალებულად ცნებს გარდაცვლილის ოჯახი და ადვოკატებს საქმის მასალები გადაეცათ.

 შეგახსენებთ, საქმესთან დაკავშირებით დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულია 2 პირი, ბრალდებულის მეუღლე და მეუღლის მეგობარი.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა