|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში 34 სხდომა სულ 173-ჯერ გააცდინეს - ვინ აცდენს საკრებულოს სხდომებს?

ქუთაისში 34 სხდომა სულ 173-ჯერ გააცდინეს,  გაცდენის მაჩვენებლებით ლიდერობენ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები, - ამის შესახებ ინფორმაციას „ფლანგვის დეტექტორი“ ავრცელებს. 
ორგანიზაციის ინფორმაცით, 2023 წელს 5 ქალაქის საკრებულოში ჩატარებული 97 სხდომა დეპუტატებმა  ჯამში, 382-ჯერ გააცდინეს და გაცდებენის უდუდესი  ნაწილი ოპოზიციაზე  მოდის. 
 
„თბილისში 2023 წელს ჩატარებული 12 სხდომა დეპუტატებმა 106-ჯერ გააცდინეს. ქუთაისში 34 სხდომა სულ 173-ჯერ, ხოლო ფოთში 13 სხდომა დეპუტატებმა სულ 70-ჯერ გააცდინეს.
 გაცდენის მაჩვენებლებით ლიდერობენ ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები, რომლებმაც თბილისში სხდომები 65-ჯერ, ქუთაისში 141-ჯერ, ხოლო ფოთში 45-ჯერ გააცდინეს.
თბილისში ჩატარებული 12 სხდომიდან 10-10 გააცდინა სოფო ჯაფარიძემ და ირაკლი ეძგვერაძემ, ხოლო 7 ზვიად კუპრავამ.
საკრებულოს სხდომებზე მუნიციპალიტეტის ცხოვრებისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღება და მათზე დასწრება არჩეული დეპუტატების პირდაპირი ვალდებულებაა.
კანონის თანახმად, მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები თავის უფლებამოსილებას უსასყიდლოდ და ჩვეული სამსახურებრივი საქმიანობისგან მოუწყვეტლად უნდა ახორციელებდნენ.
თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ დეპუტატები სხდომებს არ ესწრებიან, არც რაიმე შეხვედრები აქვთ მოსახლეობასთან და არ არსულებენ დეპუტატის ფუნქციას, ისინი ბიუჯეტიდან დაფინანსებას მაინც იღებენ", - წერს ფლანგვის დეტექტორი.

ავტორი: ნიუპრესი