|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"კატასტროფული ეკონომიკური მდგომარეობაა ქუთაისში, ეს აისახება იმერეთზე და მთლიან საქართველოზე"

"კატასტროფული ეკონომიკური მდგომარეობაა ქუთაისში, ეს აისახება იმერეთზე და მთლიან საქართველოზე" - ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა. მან ქუთაისში არსებულ ეკონომიკურ პრობლემებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქალაქი ინვესტიციის გარეშეა დარჩენილი.

"კატასტროფული ეკონომიკური მდგომარეობაა ქუთაისში, შემოსავლის წყაროდ შემორჩენილი ქონდა ტურიზმი, მაგრამ ეპიდემიის გამო შეჩერდა. ხელისუფლებას ერთი წუთი არ უფიქრია ამ ადამიანების კეთილდღეობაზე. 3500 სასტუმრო და ჰოსტელია და აქედან 500 მხოლოდ გახსნილი. ქალაქმა დაკარგა 90 მილიონის მოგება. იმათვის რომ მივეხმაროთ, საჭიროა ტურისტული ზონის შექმნა და მიწის ნაკვეთების გადაცემა ადგილობრივი ინვესტორებისთვის, ამასთან, მოქმედი ობიექტები უნდა გათავისუფლდეს 2021 წლამდე გადასახადებისგან. ეპიდემიასთან გამკლავება კარგია, მაგრამ ეკონომიკური კოლაფსის ფონზე, რას აკეთებს ეს ხელისუფლება? არც არაფერს და მიზეზი არის ის, რომ ოლიგარქიულ რეჟიმზე არის ჩამოკიდებული და არ აინტერესებს მოქალაქის ბედი. ქუთაისის მძიმე მდგომარეობა აისახება იმერეთზე და მთლიან საქართველოზე. ხელისუფლების შეცვლისა და ეკონომიკური რეფორმების გარეშე ვერაფერი გადაგვარჩენს", - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა