ქუთაისში 4 დღის წინ გაუჩინარებულ 20 წლის ბიჭს ეძებენ
ქუთაისში 4 დღის წინ ახალგაზრდა მამაკაცი გაუჩინარდა. 20 წლის ნოდარ თამარიანს ოჯახი ეძებს, ძებნაში ჩართულია პოლიციაც,
"დედების ფონდის" მიერ გავრცელებული ინფორმაციით ახალგაზრდა კაცი ჩამოფრინდა ვარშავიდან ქუთაისის აეროპორტში, 14 აგვისტოს, საღამოს 9:42 წუთზე.
"კამერებმა დააფიქსირა რომ გამოვიდა აეროპორტიდან და ერთი ღამე გაათია სასტუმროში. ეს ფაქტიც დააფიქსირა კამერებმა!
მეორე დილით 10 დან 11 საათამდე გამოვიდა სასტუმროდან და წავიდა სამარშრუტო ტაქსებისკენ რომ წასულიყო თბილისის მიმართულებით.
ესეც დააფიქსირა კამერებმა! არ მისული სადგურამდე პატარა მონაკვეთში მისი კვალი გაქრა.
4 დღეა ეძებს პოლიციაც! თუ ვინმეს გეცნობათ ან გინახავთ შეგვეხმიანეთ გთხოვთ, საკონტაქტო ნომრები, 555407303 ეკა, 579230860 ნუგო", - წერია გავრცელებულ განცხადებაში.
ავტორი: ნიუპრესი