|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში 70 წელს გადაცილებულ მარტოხელა ადამიანებისთვის პროდუქტების დარიგება იწყება

ქუთაისში 70 წელს გადაცილებულ მარტოხელა ადამიანებისთვის პირველადი მოხმარების საკვები პროდუქტების შეგროვება მიმდინარეობს. სპორტის სასახლეში, სადაც  პროდუქტები   კერძო კომპანიებების წარმომადგენლებმა მიიტანეს, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები  იმყოფებოდნენ. 

პროდუქტების შეგროვებაში ჩაერთო ააიპ ბაგა-ბაღების გაერთიანება, რომელმაც არდადეგების გამო ადრე შეძენილი ხილის და ბოსტნეულის გამოყენებაც ბაღებში ვეღარ მოასწრო.  

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის თქმით, 70 წელს გადაცილებულ მარტოხელა ადამიანებისთვის პროდუქტების დარიგება ხვალიდან დაიწყება. ამასთან, ზვიად შალამბერიძემ ყველა სახელმწიფო უწყების წარმომადგენელს არსებულ სიტუაციაში კოორდინირებული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.

"პანდემიის პირობებში თავი დაუცველად არავინ უნდა იგრძნოს. ადამიანებისთვის უმნიშვნელოვანესია იმის დანახვა, რომ სახელმწიფო ზრუნავს მათზე. ამ საქმეში ხელისუფლების გვერდით დადგა კერძო სექტორიც. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ქუთაისში მცხოვრებ 600-მდე მარტოხელა ხანდაზმულ ადამიანს სახლებში მივუტანოთ საკვები პროდუქტები. მადლობა მინდა ვუთხრა მაღაზიათა ქსელების მფლობელებს, რომლებმაც პროდუქტებით მოგვამარაგეს“, - განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.

მოხალისეთა გუნდის წევრები მარტოხელა მოქალაქეებს ნობათს სახლებში მიუტანენ.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა