|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ხელისუფლების წარმომადგენლებმა მერაბ კოსტავას ძეგლი გვირგვინებით შეამკეს

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 36 წელი შესრულდა. იმერეთის 12-ვე მუნიციპალიტეტში მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გვირგვინით შეამკეს 9 აპრილის მემორიალები, ხოლო სასულიერო პირებმა სამშობლოს ერთიანობისთვის დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღავლინეს.
ქუთაისში 9 აპრილის მემორიალი რომელიც ცენტრალურ ბულვარშია რეაბილიტაციის პროცესშია.  იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა ზაზა ლომინაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შენგელიამ საქართველოს ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას ძეგლი გვირგვინით შეამკეს და საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა. პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.
1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ თარიღი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოაცხადა.

ავტორი: