|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ადამ მიცკევიჩის პოეზიის კედელი გაიხსნა

ქუთაისში პოლონელი პოეტის ადამ მიცკევიჩის პოემის კედელი გაიხსნა. ახალგაზრდების ხელით გადაწერილი მიცკევიჩის სტრიქონები ფალიაშვილის ქუჩაზე  საზოგადოებრივი გადაადგილების პასაჟში, ერთ-ერთ კედელზე გამოიფინა. გახსნას ადგილობრივებთან ერთად პოლონეთიდან ჩამოსული სტუმრები, დეპუტატები და ქალაქ ლუბლინის მერიის წარმომადგენელი ესწრებოდნენ.

ღონისძიების  ორგანიზატორის, "საქართველოს ახალგაზრდული ინიციატივების ცენტრის" ხელმძღვანელის შალვა კამლაძის განცხადებით, ეს გახლავთ პოლონელი პოეტის ადამ მიცკევიჩის ეპიკური პოემის "პან თადეუში" ქართულენოვანი თარგმანის პირველი სერიის გამოფენა. პოემის პირველი თავი კალიგრაფიულად ტყიბულის რაიონის სოფელ ოკრიბის ახალგაზრდობამ გადაწერა.

"31 ახალგაზრდის მიერ გადაწერილი სტროფები კედელზე გამოიფინა. აქ მოხდება QR სისტემის განთავსებაც, რაც ტურისტს საშუალებას მისცემს მობილური აპლიკაცის საშუალებით სრულად მიიღოს ინფორმაცია",-განაცხადა შალვა კამლაძემ. მისი თქმით, ანალოგიურად მოხდება პოლონეთში  რუსთაველის კედლის გახსნა. 

რაც შეეხება მიცკევიჩის პოემას, კამლაძის თქმით, აღსანიშნავია ის ფაქტიც, მისი ქართული თარგმანის ავტორი ქუთაისელი იუნკერი და ლიტერატორი ვიტალი უგრეხელიძე არის, რომელმაც პოემა 60 წლის წინ თარგმნა. 

პოლონელმა სტუმრებმა პროექტის მონაწილეებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს. 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა