ქუთაისში აქციის მონაწილეებმა ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს
საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ქუთაისში. მოქალაქეები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბნენ.
ისინი ხელისუფლებისგან კანონპროექტის გაწვევასთან დაკავშირებით გაცემული დაპირების შესრულებას და დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ.
მათი თქმით, მათი არჩევანი ევროპაა და არ დაუშვებენ ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილებას. აქციის მონაწილეებმა მოედანზე ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 0%
არა - 100%
არ ვიცი - 0%
სულ - 2 ხმა