|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში აქციის მონაწილეებმა დაზარალებულების ფოტოების ნაძვის ხეზე დაკიდება სცადეს

ქუთაისში სამოქალაქო საზოგადოების უწყვეტი პროტესტი გრძელდება. სამოქალაქო აქტივისტებმა ამჯერად საპროტესტო აქცია  ქალაქის მთავარ ნაძვის ხესთან გამართესს.

მათ აქციებზე დაშავებული ადამიანების ფოტოების და პლაკატების ნაძვის ხეზე დაკიდება სცადეს, რისი საშუალებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს.

აქციის მონაწილეების თქმით, მათი მიზანი არაა ზეიმის ჩაშლა, არამედ აპირებენ, აქ მოსულ ადამიანებს დახვდნენ და შეახსენონ, რაც ხდება ქვაყანაში.

როგორც ისინი აცხადებენ, დღეს შეგნებულად არ წავიდნენ თბილისში ქუთაისელების მარშზე, მათ სურდათ პროტესტი ქუთაისშიც გამოეხატათ.

მათი თქმით, ხელისუფლებამ საზეიმო განწყობა მოპარა ხალხს, ამიტომ ისინი აპირებენ იბრძოლონ ბოლომდე, მოითხოვენ დაჭერილი ადამიანების გათავისუფლებასა და ახალ არჩევნებს.

დღეს ქუთაისში მთავარი ნაძვის ხის საზეიმო ანთებაა დაგეგმილი.

ავტორი: ნიუპრესი