|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"პრივატიზების მსგავსი მაჩვენებელი ბოლო წლებში არ დაფიქსირებულა"-პაატა კლდიაშვილი

ქუთაისში 2017 წლის, ათი თვის მონაცემებით, 5 653 459 ლარის ქონება გაიყიდა. მუნიციპალური ქონების გაყიდვით წელს ბიუჯეტში უპრეცედენტოდ მაღალი თანხა შევიდა.

მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსი პაატა კლდიაშვილი „ნიუპრესთან“ საუბარში განმარტავს, რომ მსგავსი მაჩვენებელი ბოლო წლებში არ დაფიქსირებულა. მისივე თქმით, წლიური გეგმა 3 100 000 ლარი, 5  593 200 ლარამდე გაიზარდა და ბიუჯეტში წლის ბოლომდე მეტ თანხასაც ელოდებიან.

„ბიუჯეტის დაგეგმვისას, წლიური გეგმა 3 100 000 ლარი იყო, მაგრამ ეს მაჩვენებელი, ათი თვის მონაცემებით, 5  593 200 ლარამდე არის მისული. ამის შესაძლებლობა ქონების პრივატიზების კარგმა მაჩვენებლებმა მოგვცა. დღეისთვის გაყიდულია 5 653 459 ლარის მუნიციპალური ქონება, თუმცა წლის ბოლომდე მეტ მაჩვენებელს ველოდებით. რაც მე მახსოვს, ბოლო ათი წლის განმავლობაში მსგავსი ოდენობის ქონების პროვატიზება არ მომხდარა, ეს კი არადა, რომ დავაჯამოთ ნებისიმერი ორი წელი მათი ჯამიც ვერ აღწევს იმ მონაცემებამდე, რაც წელს არის“,-განაცხადა პაატა კლდიაშვილმა.

მისი განცხადებით, ამის ორი მიზეზი არსებობს, ერთი ის, რომ ქალაქში ინვესტიციები შემოდის და მეტად მიმზიდველი ხდება ინვესტორთათვის, მეორეც, მერია დროულად ახდენს ქონების აუქციონზე გატანას, რისი შედეგიცაა გამართული პრივატიზება.

გაყიდულ ობიექტებში, როგორც შენობა-ნაგებობები, ასევე მიწის ნაკვეთებია.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი