|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევას 25 წლის გოგო ემსხვერპლა

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 25 წლის გოგო დაიღუპა. შემთხვევა 2 დღის წინ, ახალგაზრდობის გამზირზე მოხდა.

არსებული ინფორმაციიით, დიდი  სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ქვეითად მოსიარულე ქალს დაეჯახა. 

 ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები, დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს,  თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

როგორც ცნობილია, მძღოლს შემთხვევის ადგილი არ მიუტოვებია. დაუდასტურებელი ინფორმაციით, მძღოლი საჭეს არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა. 

 შსს-ს ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე საქმეზე  276-ე მუხლის  მე-6 ნაწილით დაიწყო. ამ დროისათვის მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. 

როგორც გარდაცვლილის ახლობლები აღნიშნავენ, უახლოეს დღეეებში გოგოს ნიშნობა იგეგმებოდა. მათივე თქმით, მძიმეა საქმროს ფსიქიკური მდგომარეობა, რომელიც უბედური შემთხვევის თვითმხილველია.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა