|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ბრალდებულის სასამართლო დღეს გაიმართება

ქუთაისში, ახალგაზრდა ქალის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულის პირის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს.

45 წლის ქალი დანაშაულის მოტივად ეჭვიანობას ასახელებს. 

სასტიკი მკვლელობა გამსახურდიას ქუჩაზე 18 ივლისს მოხდა. ქალი შველას ითხოვდა,მაგრამ ას არავინ დაეხმარა.

სასტიკად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 45 წლის ქალი დააკავეს, რომელმაც თავის მეგობარ ახალგაზრდა ქალს სტუმრად ყოფნის დროს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით 17 ჭრილობა მიაყენა და ადგილიდან მიიმალა.

 ამავე საქმეზე დანაშაულის დაფარვის ბრალდებით დაკავებულია კიდევ ორი პირი, ბრალდებული ქალის მეუღლე და მეგობარი.  გამორიცხული არ არის, რომ დაკავებები გაგრძელდეს.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა