|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ახალაშენებულ კომპლექსში ბინებს 720 დევნილი ოჯახი მიიღებს

ნიკეას ქუჩაზე მდებარე სამი, 12-სართულიანი კორპუსის სამშენებლო სამუშაოები უკვე დასრულებულია, დასკვნით ეტაპზეა სარემონტო სამუშაოები.
ასევე  გარე ინფრასტრუქტურის, სკვერის, საბავშვო და სპორტული მოედნების მოწყობა. ახალაშენებულ კომპლექსში, სრულად გარემონტებული 1, 2 და 3 ოთახიან ბინებს 720 დევნილი ოჯახი მიიღებს.
კომპლექსის სამშენებლო და სარემონტო სამუშაოებს კომპანია „ანაგი“ ახორციელებს.
დევნილთა საცხოვრებელ კომპლექსში იმყოფებოდნენ: მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნიკოლოზ ტყემალაძე, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში ლევან ზალკალიანი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი კობა კობალაძე, კომპანია „ანაგის“ გენერალური დირექტორი ირაკლი გოგოლიშვილი და სხვა სტუმრები.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა