ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებელთა კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია და გალა -კონცერტი გაიმართა
ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახელობის ოპერის სახელმწიფო თეატრში, ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებელთა საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია და გალა -კონცერტი გაიმართა. კონკურსის დახურვასც ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე ესწრებოდნენ.
ქუთაისის ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებელთა საერთაშორისო კონკურსი, რომელიც ფორტეპიანოს პროფილით სამ ასაკობრივ კატეგორიაში ჩატარდა, ქართული საკომპოზიტორო სკოლის და პროფესიული მუსიკალური განმანათლებლობის ერთ-ერთი ფუძემდებლის, მელიტონ ბალანჩივაძის დაბადებიდან 160-ე წლისთავს მიეძღვნა.
ჟიურის წევრებმა კონკურსის ფარგლებში ჩაატარეს საჯარო მასტერკლასები.
მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებელთა საერთაშორისო კონკურსი წელს მესამედ იმართება.
კონკურსის დამფუძნებელი და ორგანიზატორია ააიპ ,,არტ-ლიგა“, გენერალური სპონსორი ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია.
ავტორი: