ქუთაისში ახალგაზრდა ქალი ბინაში მოკლული იპოვეს
ქუთაისში, ზვიად გამსახურდიას #27-ში მდებარე ბინაში ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი იპოვეს. მეზობლების თქმით, მათ ხმაური გაიგეს და ამიტომ პოლიცია გამოიძახეს.
ადგილზე მისულ სამართალდამცველებს 30 წლამდე ქალი გარდაცვლილი დახვდათ. მათივე თქმით, ქალს, სავარაუდოდ, ცივი იარაღით ყელის არეში ჭრილობა აქვს მიყენებული.
ადგილზე სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებიან. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა