|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ახალგაზრდა ქალის მკვლელობის მიზეზად ეჭვიანობა სახელდება

ქუთაისში ახალგაზრდა ქალის მკვლელობის მიზეზად ეჭვიანობა სახელდება. როგორც ადგილობრივები პირად საუბრებში მიუთითებენ,  მკვლელობაში ეჭვმიტანილი, შესაძლოა, ქალი იყოს. მათივე თქმით, სავარაუდოდ,  ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ ჩხუბში არავინ ჩაერია. დაუდასტურებელი ინფორმაციით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია.

მკვლელობა ქუთაისში გამსახურდიას ქუჩაზე გუშინ ღამით მოხდა. ახალგაზრდა ქალი შველას ითხოვდა, თუმცა არავინ დაეხმარა.  მეზობლებმა სამაშველო სამსახური ერთი საათის შემდეგ გამოიძახეს, რის შემდეგაც მოვიდა საპატრულო პოლიცია და ბინაში ქალის ცხედარი იპოვა.

30 წლამდე ქალს ყელი ცივი იარაღით აქვს გამოჭრილი. 

საქმე განზრახ მკვლელობის 108-ე მუხლით აღიძრა. 

 გარდაცვლილს 12 წლის შვილი დარჩა.

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა