|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში 30 წლის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრეს

სისხლიანი გარჩევა ქუთაისში.  ახალგაზრდობის გამზირზე 30 წლის მამაკაცს ცეცლსასროლი იარაღიდან ესროლეს.

მას ჭრილობა ფეხის არეში აქვს.

ადგილობრივების თქმით, რამდენიმე გასროლის ხმა გაიგონეს.

მათი თქმით, დაჭრილი შველას და სასწრაფოს გამოძახებას ითხოვდა.

ის სასწრაფომ კლინიკაში გადაიყანა. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

 თვითმხილველების ინფორმაციით, დაჭრილი სამხედრო პირია.  ის ერთ-ერთმა ადგილობრივმა ამოიცნო. მათი ინფორმაციით, მამაკაცს ფეხში, სავარაუდოდ, ორი ტყვია ქონდა მოხვედრილი. მას უცნობი პირები მოსდევდნენ, დაჭრილი მამაკაცი აივნის ქვეშ შევარდა. ხმაურზე მოსახლეობა გავიდა და მათ აღმოუჩინეს დახმარება დაჭრილ მამაკაცს.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, ინციდენტში მონაწილე პირიც სამხედროა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19 -108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას  გულისხმობს. 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი