ქუთაისში ახალგაზრდული ინიციატივებისათვის კონკურსი ცხადდება
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილება აცხადებს კონკურსს ახალგაზრდული ინიციატივებისათვის. კონკურსის მიზანია მხარი დაუჭიროს ახალგაზრდების ინოვაციურ და კრეატიულ ინიციატივებს, რომელიც ხელს შეუწყობს ახალი იდეებისა და სამოქალაქო ღირებულებების ჩამოყალიბებასა და განვითარებას.
ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს წარმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობები. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ფიზიკურ პირებს, არასამეწარმეო (არაკომერციულ), იურიდიულ პირებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, საინიციატივო ჯგუფებს . პროექტების მიღების ვადა 10 სექტემბრამდეა განსაზღვრული.
"ახალგაზრდული ინიციატივების" მხარდასაჭერი პროექტის პრეზენტაცია გაიმართება 12 აგვისტოს, 15 საათზე, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის შენობის სხდომათა დარბაზში. პრეზენტაციას, დაინტერესებულ პირებთან ერთად, არასამთავრობო სექტორისა და მასმედიის წარმომადგენლები დაესწრებიან.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი