|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში „ახალი წლის დღეების" ღონისძიება გალა-კონცერტით დასრულდა

ქუთაისში  ცენტრულ მოედანზე საახალწლო ღონისძიებები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. მთავრობის გადაწყვეტილებით, მოეწყო საშობაო ბაზრობა და სხვადასხვა გასართობი სივრცე. მთავარი ნაძვის ხის გახსნაზე საშობაო სიმღერა იოსებ კეჭაყმაძის სახელობის ქუთაისის კამერულმა გუნდმა შეასრულა.

ახალი წლის მოახლოება მოქალაქეებს სცენიდან მიულოცეს ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა  და პარლამენტარმა ზაზა ლომინაძემ.

„ახალი წლის დღეების" ღონისძიება გალა-კონცერტით დასრულდა. კონცერტი  მაკა შალიკაშვილს მიჰყავდა, მონაწილეობდნენ: კახა კუხიანიძე, ნინი ქარსელაძე, თამთა ჭელიძე, თაკო გაჩეჩილაძე, „ქუჩის ბიჭები“, გია ნიკოლაძე, დათუნა მგელაძე და მარიკა თხელიძე. 

საახალწლო ღონისძიებების პარალელურად, ნაძვის ხესთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. აქტივისტები პროტესტს საყვირებითა და პლაკატებით გამოხატავდნენ. ადგილზე იყო მცირე დაპირებება.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. 

ავტორი: