|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ახალი ხიდი აშენდება

2015 წელს ქუთაისის მერის მიერ გაჟღერებული ინიციატივის ე.წ. ბონდის ხიდის მშენებლობასთან დაკავშირებით,  განხორციელებისათვის საჭირო სამუშოები უკვე დაიწყო. 

 ხარებისა და წმ. გიორგი სახელობის ეკლესიებს შორის მიმდებარე ტერიტორიიდან ბოტანიკურ ბაღამდე, მდინარე რიონზე, ფეხით მოსიარულეთა ხიდი აშენდება. მშენებლობისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის სახელმწიფო შესყიდვისათვის  ქუთაისის მერიამ 30 000 ლარიანი ტენდრი გამოაცხადა.

მერია ტენდერში მონაწილე ორგანიზაციას მოთხოვნებს უყენებს, მას უნდა ჰქონდეს ახალი ხიდების მოწყობის, ხიდების რეაბილიტაციის, საავტომობილო გზების კვლევის, დაგეგმარების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება და აღნიშნულ პერიოდში უნდა ჰქონდეს მინიმუმ ერთი რეალიზებული პროექტი მაინც, რომლის სახარჯთაღრიცხვო ღირებულება იქნება არანაკლებ 1 500 000 ლარი.

ასევე, ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს უნდა ჰყავდეს სპეციალისტები, რომელთაც ექნებათ შესაბამის სფეროში მუშაობის შემდეგი მინიმალური გამოცდილება.

პროექტის წარდგენის ბოლო ვადა 13 თებერვალია. მისი შერჩევის შემდეგ კი  ხიდის მშენებლობისთვის საჭირო სამუშაოები დაიწყება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი