|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ახლადგახსნილ "მეიჯორელ ჯორჯიას" ოფისში 500 ადამიანი დასაქმდება

ქუთაისში „მეიჯორელი ჯორჯიას“ ოფისი გაიხსნა. თბილისის შემდეგ, ეს კომპანიის მეორე ოფისია საქართველოში.
 მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების სახელით, „მეიჯორელი“ (ყოფილი Arvato) ავითარებს, გეგმავს და ახორციელებს კლიენტთა მომსახურების დიფერენცირებას - უზრუნველყოფს, როგორც კლიენტთან ურთიერთობის კლასიკურ სერვისს, ისე ციფრულ გადაწყვეტებს, მაგალითად, სოციალური მედია და „ონლაინ“ კომუნიკაცია, ავტომატიზირებული ინტერაქცია და AI (ხელოვნური ინტელექტი), ანალიტიკა, თვითმომსახურება და სხვა.
  კომპანია წლის განმავლობაში ქუთაისში 500 ადამიანს დაასაქმებს. მთავარი მოთხოვნა გერმანული ენის ცოდნაა.
ღონისძიებას საერთაშორისო კომპანის წარმომადგენლები, მათ შორის „მაჟორელის“ აღმასრულებელი დირექტორი ტომას მაკენბროკი (Thomas Mackenbrock), პროგრამა "აწარმოე საქართველოში" დირექტორი და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები დაესწრნენ.
"ჩვენ საქართველო ძალიან გვიყვარს და აქ მუშაობა არის წარმატებული, განსაკუთრებით სამი რამ მოგვწონს, ხალხი, მათი ნიჭიერება, პარტნიორობა და დამოკიდებულება, აქ თავს მეგობრულ გარემოში ვგრძნობთ, ვთვლით, რომ ქუთაისშიც წარმატებით გავაგრძელებთ მუშაობას", - განაცხადა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა თომა მაკენბროკმა. 
 
"მეიჯორელი" სხვადასხვა მომსახურების ბიზნესს აერთიანებს, ჯგუფი 500-ზე მეტ კლიენტს უწევს მომსახურებას.
კომპანია 28 ქვეყანაშია წარმოდგენილი,  საქართველოში 2016 წელს შემოვიდა. კომპანიის წარმიმადგენელთა ინფორმაციით, "მეიჯორელი ჯორჯიას" სამომავლო გეგმები სტრატეგიულად მნიშვნელოვანია საქართველოს ეკომომიკური ზრდისთვის.
 
კომპანიამ საქართველოში რამდენიმე მილიონიანი ინვესტიცია განახორციელა. მათივე ინფორმაციით, ეს ისეთივე მნიშვნელოვანია ქუთაისისთვის, როგორც საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის. კომპანიაში თვლიან, რომ ქუთაისში გერმანული ენის ცოდნის დონე ქმნის საფუძველს და ბაზას კომპანიის მომავალი განვითარებისათვის.
 
 
 
 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი