|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ბაიკერების ბარი გაიხსნა

ქუთაისში ბაიკერების ბარი გაიხსნა, რომელიც წითელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს. "ანდერგრაუნდში" შესაძლებელია სხვადასხვა ჟანრის მუსიკის მოსმენა. როგორც ბარის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა გრიგოლ ყიფიანმა "ნიუპრესთან" საუბარში განაცხადა, ბაიკერების ბარის მთავარი მიზანი სხვადასხვა ჯგუფების მუსიკის პოპულარიზაციაა.

"ბაიკერების ბარი არა მხოლოდ ქუთაისში, არამედ მთელს საქართველოში ერთია. ჩვენს ლოკაციას "ელგალეონი" ქვია, რომელიც ბაიკერების დაჯგუფების არის. "ანდერგრაუნდში" ძირითადი   მუსიკალური მიმართულება როკია, მაგრამ შეზღუდავა არ გვაქვს. იქნება  ელექტრონული, პოპ და როკ საღამოები. ჩვენი მთავარი მიზანი სხვადასხვა ჟანრის მუსიკის პოპულარიზაციაა",-აღნიშნა გრიგორ ყიფიამა.

ბაიკერების ჯგუფი "ორმაისობის" ღონისძიებისთვის დამოუკიდებლად აწყობს  კონცერტს, რომელიც წითელი ხიდის მიმდებარედ გაიმართება. მათ მიერ დაგეგმილი ღონისძიებები მთელი დღის განმავლობაში მოეწყობა. 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა