|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ბათილი ბიულეტენების რაოდენობამ 2396 შეადგინა

ქუთაისის 124 უბანზე 2000 ბიულეტენია გაბათილებული და ძირითადად,  ეს არის ოპოზიციური კანდიდატის ბიულეტენები, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის  მერობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე აცხადებს. 

ქუთაისში ბათილი ბიულეტენების რაოდენობამ  2396 შეადგინა,  მაშინ როცა კანდიდატებს შორის ხმათა სხვაობა არის 2222 ხმაა.  ოპოზიციის  განცხადებით, ჩნდება  ეჭვი, რომ ბიულეტებენი ხელოვნურად გააბათილეს. 

 "124 უბანზე 2000 ბიულეტენია გაბათილებული და ძირითადად ეს არის ოპოზიციური კანდიდატის ბიულეტენები, გარდას ამისა, 124 უბნიდან 20 უბანზე ბალანსი არ ჯდება, რაც ხდებოდა უბნებზე, მოსყიდვა, შანტაჟი ადამიანების, ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ემატება იმას, რომ ქართულმა ოცნება, უბრალოდ, შეეზარდა არა მხოლოდ ცესკოს და საოლქო კომისიას, არამედ შეეზარადა კრიმინალს", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ. 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 57.14%
არა - 42.86%
არ ვიცი - 0%
სულ - 7 ხმა