|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ბავშვთა დაცვის დღისადმი დაგეგმილი ღონისძიებები ერთი დღით გადაიდო

ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი აქტივობები ქუთაისში ხვალისთვის გადაიდო. მიზეზი უამინდობა გახდა.

გადაწყვეტილება ქუტაიუსის მერიამ მიიღო. ქალაქის  ცენტრალურ ბულვარში  მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაობეის გამო წელს ბავშვებს ახალგაზრდობის პარკი უმასპინძლებს

„წელს, ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, 2 ივნისს, 13:00 საათიდან, ქუთაისის ახალგაზრდობის პარკში გაიმართება ( მისამართი თაბუკაშვილის ქ. #2).

 ბავშვებისთვის პარკში მოწყობილი იქნება გასართობი სივრცეები, ჩატარდება სამხატვრო და სპორტული აქტივობები, ქუთაისის საბავშვო სტუდიების კონცერტი, პატარების მხიარული განწყობის შექმნაზე იზრუნებენ ანიმატორები, მულტფილმების პერსონაჟები და კოსტიუმირებული მსახიობები.

 ღონისძიებებზე დასწრება და მონაწილეობა თავისუფალია“,- აცხადებს ქუთაისის მერია. 

ავტორი: ნიუპრესი